ფოკუსი

9 იანვარი, 2015

- საფრანგეთის დედაქალაქში სპეცოპერაცია გრძელდება - ტერორისტებმა მძევლები უკვე მაღაზიაში აიყვანეს. პარიზიდან 35 კილომეტრში მიმდინარეობს მეორე სპეცოპერაცია, სადაც პოლიციელები უკვე შარლი ებდოს რედაქციაზე თავდასხმაში ბრალდებულების დაკავებას ცდილობს.
- ამ დრომდე უცნობია მართლაც დააკავა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ ვაზისუბანში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი. გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით კი 31 წლის კობა აღლემაშვილის მკვლელობა უკვე აღიარა პოლიციელმა. აღლემაშვილი გუშინ საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს.
- როსნეფტი საქართველოში - რუსული კომპანია რომელმაც ბიზნესმენ დავით იაკობაშვილისგან პეტროკასის 49% წილი იყიდა, ოკუპირებულ აფხაზეთში საქმიანობს, შესაბამისად ის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს არღვევს.
- თბილისში საფრანგეთის საელჩო კი სამძიმრებს იღებს, იქ უკვე გაიხსნა წიგნი სადაც ჩანაწერი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც გააკეთა. ფრანგ ხალხს მიუსამძიმრეს როგორც მთავრობის ასევე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმაც.
- ფრანგულ სატირულ ჟურნალ შარლი ებდო-ზე ტერაქტში დაღუპულთა პატივსაცემად პარიზში ეიფელის კოშკი დროებით ჩააქრეს. მთელი ღამის განმავლობაში შარლი ებდოს ოფისის წინ პარიზელები სანთლებს ანთებდნენ და რედაქციას სოლიდარობას უცხადებდნენ.
დაღუპულებს პატივი მიაგო ამერიკის პრეზიდენტმაც. ბარაკ ობამა ვაშინგტონში საფრანგეთის საელჩოში მივიდა და სამძიმრის წიგნში ამერიკელების სახელით ფრანგ ძმებს მიუსამძიმრა.
- პარიზში ჟურნალ შარლი ებდო -ზე თავდასხმა გააპროტესტეს თბილისშიც. საზოგადოების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები ფრანგული ინსტიტუტის შენობასთან შეიკრიბნენ და ტერაქტის მსხვერპლთა ახლობლებს და ფრანგ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადეს. აქციაზე მისულებმა სიტყვის თავისუფლების წინაააღმდეგ მიმართული ძალადობა დაგმეს და ხსოვნის ნიშნად სანთლები აანთეს.

კომენტარები