- ტრაგედია საფრანგეთში, ტერორისტები გამოხატვის თავისუფლებას ებრძვიან - ტაბულა შეძრულია პარიზში მომხდარი შემზარავი ტერორისტული აქტით და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ფრანგ ხალხსა და თავისუფლებოსმოყვარე ყველა ადამიანს.
დღეს საფრანგეთის საელჩოსთან ტაბულას თანამშრომლებმა თანადგომა ფრანგ ხალხს გამოვუცხადეთ.
- საფრანგეთი კი ტერაქტის შედეგად დაღუპულებს გლოვობს. "მე ვარ ჩარლი", „არ გვეშინია" - ამ შინაარსის ტრანსფარანტებით პარიზსა და სხვა ქალაქებში ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. ფრანგ ხალხს სოლიდარობას სხვა ქვეყნებშიც უცხადებენ.
- საფრანგეთისა და ფრანგი ხალხის მიმართ სოლიდარობას უერთდებიან საქართველოშიც - ტერორიზმი და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა დაგმეს პრეზიდენტმა, პრემიერმა და საგარეო უწყებამ. მწუხარებას გამოთქვამენ პოლიტიკური პარტიებიც - „სიტყვის თავისუფლება კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარია, რომელსაც თანამედროვე შავი ჭირი - რელიგიური ფანატიზმი ვერ დაამარცხებს" - ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის სამძიმარში.
- აქვს თუ არა ტერორიზმს რელიგია - საფრანგეთში მომხდარმა ტერაქტმა შესაძლოა ანტიმუსლიმური მოძრაობების გაძლიერებაც კი გამოიწვიოს. რამდენად სწორია ისლამისა და ტერორიზმის გათანაბრება - მაგალითად, ქართველი მუსლიმები ამ უსამართლო გაიგივების გამო მწუხარებას გამოხატავენ.
- დიდთოვლობა საქართველოში - 53 წლის მამაკაცი ნინოწმინდაში თოვლში გაყინული იპოვნეს. უკვე მესამეა დღეა რაც ამ რაიონში რამდენიმე სოფელი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. გზა გაწმენდილია გუდაურის მიმართულებით თუმცა კობთან სატვირთო ავტომობილები მაინც გაჩერებულები არიან.
- სინოპტიკოსები კი მთელი ქვეყნის მასშტაბით ამინდის გაუარესებას ელოდებიან. დაბალი ტემპერატურა 11 იანვრამდე შენარჩუნდება.
- აღმოჩენა დავით გარეჯში - დოდოს რქის მონასტერში მე-13 საუკუნის ქრისტიანული ტაძარი აღმოაჩინეს. კედლებზე თითქმის სრულადაა შემონახული მხატვრობა.
ფოკუსი




