მკვლელობა

ვაზისუბანში 31 წლის მამაკაცი მოკლეს

metro.us

ვაზისუბანში 31 წლის მამაკაცი მოკლეს. როგორც ტაბულას კორესპონდენტს გარდაცვლილის ახლობლებმა უთხრეს, კობა აღლემაშვილი მეზობლებმა სადარბაზოში იპოვეს, მას თავში ბლაგვი საგანი ჰქონდა ჩარტყმული.

გარდაცვლილის ახლობლების თქმით, კობა აღლემაშვილი იმავე ადგილას – სადარბაზოში ლიფტთან აგვისტოშიც სცემეს. ეს ფაქტი დღემდე არ გამოძიებულა. გარდაცვლილს მეუღლე და ორი წლის შვილი დარჩა.

მკლველობის ფაქტი ტაბულას შსს–ში დაუდასტურეს. უწყებიც ცნობით, სისხლის სამართლის საქმე 108–ე (განზრახ მკვლელობის) მუხლთ აღიძრა. მომხდარის რაიმე დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ. 

კომენტარები