შინაგან საქმეთა სამინისტრო

თბილისის პოლიციის უფროსმა გიორგი დალაქიშვილმა თანამდებობა დატოვა

RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა გიორგი დალაქიშვილმა თანამდებობა დატოვა. შსს-ს პრესსამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის თქმით, დალაქიშვილი პოსტიდან პირადი განცხადების საფუძველზე, ოჯახური მდგომარეობის გამო გადადგა. 

თბილისის პოლიციის უფროსად უკვე დაინიშნა შალვა ბედოიძე, რომელიც აქამდე მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო

აღსანიშნავია, რომ დეკემბერში თანამდებობები შსს-ს სხვა მაღალი თანამდებობის პირებმაც დატოვეს. კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ზედელაშვილმა და სუს-ის უფროსმა მალხაზ ჩიკვილაძემ. ისინი თამაზ თამაზაშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის კადრებად მოიაზრებოდნენ.

კომენტარები