მკვლელობა დიღომში

ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით მოკლულთა ყოფილი თანამშრომლები დააკავეს

REUTERS

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიღომში ძმები ატარშკოვების მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებულია სამი პირი.  ისინი ძმების კუთვნილი კომპანიის - ჯეოლიფტის ყოფილი თანამშრომელები არიან.

შსს-ს ცნობის თანახმად, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულები არიან 1994 წელს დაბადებული გიორგი ხ, 1995 წელს დაბადებული ბესიკ ფ. და 1991 წელს დაბადებული მიხეილ ვ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მათივე ყოფილ თანამშრომლებს ალექსანდრე და დენის ატარშიკოვებს მათივე ბინაში ბლაგვი საგნით სხეულის დაზიანებები მიაყენეს და გაგუდეს.

შემდეგ გაიტაცეს ჯეო ლიფტის ოფისის გასაღები და ოფისი გაქურდეს - გაიტაცეს რკინის მონეტების სახით 500 ლარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ისინი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. თანხა და გასაღებები ნივმთტკიცებად ამოიღეს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით - დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან რამდენიმე პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები