თბილისში დიღმის მასივში ძმები ატარშიკოვების მკვლელობის საქმე გახსნილია. შინაგან საქმეტა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაკავებულია ერთი პირი. "საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი," - განაცხადეს შსს-ში.
ძმები ატარშიკოვები საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლების ვერსიით, ისინი ჯერ დააყაჩაღეს, შემდეგ მოკლეს. ძმები ლიფტების მონტაჟისა და მომსახურების ბიზნესით იყვნენ დაკავებული.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის ინფორმაციით კი, გარდაცვლილ ძმებს სხეულზე ნასროლი ჭრილობები არ აღენიშნებათ.





