აშშ-რუსეთი

Bloomberg: ობამას ადმინისტრაცია რუსეთთან “შერიგებას“ ფარულად ცდილობს

თეთრი სახლი
huffpost.com

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია რამდენიმე თვეა ფარულად რუსეთთან ახალი ურთიერთობის დამყარებაზე მუშაობს და უკრიანის აღმოსავლეთი რეგიონების და ყირიმის პრობლემების ერთმანთისგან განცალკევების და რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ნათქვამია სააგენტო Bloomberg-ის მიერ 31 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციის სამი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, დეკემბერში ეროვნული უშიშროების საბჭომ ვრცელი მოხსენება მოამზადა აშშ-რუსეთის ურთიერთობის შესახებ, რის შემდეგაც ბარაკ ობამამ მიიღო გადაწყვეტილება გააგრძელოს რუსეთთან თანამშრომლობის განახლების მცდელობა მთელ რიგ მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხებზე და პუტინს უკრაინის კრიზისის გამო შექმნილი ჩიხიდან გამოსავალი შესთავაზოს.

„არ მგონია, ახლა ვინმე ფიქრობდეს, რომ ჩვენი ურთიერთობის მასშტაბური გადატვირთვა შესაძლებელია. მაგრამ, ჩვენ შეგვძლია შევამოწმოთ, როგორ აპირებენ ისინი (რუსები) იმოქმედონ მომავალში. მთელო ამდ დროის განმავლობაში გვსურდა გაგვეგო, რა არის მათი განზრახვები, წარმატების ალბათობის მიუხედავად", - უთხრა ჟურნალისტს ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

ამ მცდელობას სათავეში სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ედგა, რომელიც 2014 წლის ზაფხულში გამოვიდა წინადადებით ჩავიდეს მოსკოვში და პუტინს შეხვდეს, ვიზიტის დაგეგმვაც დაიწყო, თუმცა პროგრესის პერსპექტივის არარსებობის გამო ვიზიტი გადაიდო.

თეთრი სახლი კიდევ ერთი მცდელობა მოსკოვთან ურთიერთობა დაელაგებინა პუტინის ძველი მეგობრისთვის - ყოფილ სახელმწიფო მდივან ჰენრი კისინჯერისთვის მიმართვა გახდა. მაღალჩინოსნების თქმით, თეთრმა სახლმა კისინჯერს შესთავაზა, პუტინს ტელეფონით დაელაპარაკოს. თუმცა უცნობია, შედგა თუ არა ეს საუბარი, თავად კისინჯერმა და თეთრმა სახლმა ამ ცნობის კომენტირებაზე უარი განაცხადეს.


სააგენტო აღნიშნავს, რომ ერთადერთ მოქმედ დიპლომატიურ არხად აშშ-და და რუსეთს შორის ჯონ კერისა და სერგეი ლავროვის ახლო ურთიერთობა რჩება - ისინი ხშირად ხვდებიან ერმანეთს და ტელეფონითაც საუბრობენ. ობამას და პუტინს კი ერთმანეთის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ კი ერთმანეთში ძალზე იშვიათად საუბრობენ.

თეთრი სახლის მაღალჩინოსნების მტკიცებით, ლავროვთან საუბრების დროს კერიმ მოსკოვს წინადადებით მიმართა, რომელმაც შესაძლოა აშშ-ს მხრიდან სანქციების შესუსტება გამოიწვიოს. კერძოდ, ამ პირობებს შორისაა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 5 სექტემბრის მინსკის შეთანხმების შესრულება რუსეთის მიერ და სეპარატისტებისთვის უშუალო სამხედრო დახმარების შეწყვეტა. ყირიმის საკითხი გვერდზე უნდა გადაიდოს და სანქციების ის ნაწილი, რომელიც უშუალოდ ყირიმის ანექსიის შემდეგ შემოიღეს, შენარჩუნდება.

"ჩვენ გვსურს დონეცკისა და ლუგანსკის თემა ყირიმისგან განვაცალკევოთ. თუ მიღწეულ იქნება რაიმე შეთანხმება ამ საკითხზე, შესაძლებელი იქნება სანქციების ნაწილის გაუქმება. ამასთან, ძალაში დარჩება მათი ის ნაწილი, რომელიც უშუალოდ ყირიმთან არის დაკავშირებული. პუტინისთვის ეს საკმაოდ მისაღები გამოსავალი შეიძლება გახდეს", - განუცხადა გამოცემას თეთრი სახლის ინკოგნიტო წარმომადგენელმა.

ამასთან, ჯონ კერი მუდმივად ცდილობდა რუსეთის დაყოლიებას თანამშრომლობაზე სხვადასხვა საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებზე. დეკემბერში კერიმ და ლავროვმა რომში პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი განიხილეს, ოქტომბერში კი პარიზში ავღანეთის, ჩრდილო კორეის და იემენის საკითხებში შესაძლო თანამშრომლობაზე იმსჯელეს. თუმცა, "დათბობა" სერგეი ლავროვმა ჩაშალა, როდესაც საჯაროდ უარყო რუსეთის თანხმობა ისლამური სახელმწიფოს წინააღდეგ ერთობლივ მოქმედებაზე.


ამასთან, წყაროები ამტკიცებენ, რომ ჯონ კერიმ ლავროვს მოუწოდა, ყურადღება არ მიაქციოს ბარაკ ობამას მკაცრ განცხადებებს რუსეთის მისამართით. თეთრი სახლის მაღალჩინოსნების აზრით, სახელმწიფო მდივანი რუსეთთან თანამშრომლობის მცდელობებს სარისკოდ მიჩნევს, თუმცა, მისი აზრით, სხვა არჩევანი არ არსებობს.
ამავე დროს, ავტორის მტკიცებით, თეთრ სახლში და სახელმწიფო დეპარტამენტში დარწმუნებულები არიან, რომ სანქციებისა და ნავთობის ფასების ვარდნის გამო რუსეთის ეკონომიკა სუსტდება, რის გამოც პუტინი იძულებული გახდება აგრესიულ გეგმებზე ხელი აიღოს.

მაგრამ ჯერჯერობით, კრემლი უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერას კვლავაც აგრძელებს, ხოლო კერის წინადადებებს უარით პასუხობს როგორც კერძო საუბრებში, ასევე ოფიციალურ განცხადებებში. დიპლომატიური წყაროს ცნობით, ლავროვმა კერის წინადადების განხილვაზეც კი სანქციების ნაწილობრივ შემსუბუქების თაობაზე უარი განაცხადა.

Bloomberg-ს მოჰყავს რესპუბლიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის კომენტარი აშშ-ს ადმინისტრაციის ამგვარი პოლიტიკის შესახებ: „ასეთი სტრატეგია ნევილ ჩემბერლენის ტრადიციის ღირსეული გაგრძელებაა. ვფიქრობ, რუსებს ყველაფერი რიგზე აქვთ. რა ფასი გადაიხადა ვლადიმირ პუტინმა? პრაქტიკულად არაფერი".

Bloomberg-ს მოჰყავს ეროვნული ინტერესების ცენტრის პრეზიდენტის, დმიტრი საიმსის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ვაშინგტონის მცდელობა წარუმატებელ იქნება, ვინაიდან პუტინს და ობამას ერთმანეთის მიმართ „ინტენსიური პირადი შეუთავსებლობა" აქვთ.

Bloomberg-ი დასძენს, რომ ადმინისტრაციის მცდელობა მოსკოვთან ურთიერთობა დაალაგოს „ლოგიკურია". თუმცა, „ირჩევს რა შუალედს შერიგებასა და კონფრონტაციას შორის - როდესაც უარს ამბობს სერიოზულ დათმობებზე რუსეთთან თანამშრომლობის სანაცვლოდ და ამავე დროს თავს არიდებს მკაცრ ზომებს აღმოსავლეთ ევროპაში პუტინის აგრესიის შესაჩერებლად, ობამას ადმინისტრაცია ორივე ფრონტზე მარცხის რისკის წინაშე დგას", - წერს Bloomberg.

როგორც Bloomberg-ის პუბლიკაციის კომენტირებისას ექსპერტი რუსეთის საკითხებში მარკ გალეოტი აღნიშნავს, ამგვარი მიდგომა ნიშნავს, რომ ყიიმის ანექსია შემდგარ ფაქტად იქნება განხილული და ამისთვის საზღაური რუსეთისთვის მხოლოდ  უმნიშვნელო პერსონალური სანქციიები იქნება. ხოლო რუსეთი და უკრანა აღმოსავლეთ უკრაინის თაობაზე მოლაპარაკებებში „თანაბარიო მორალური წონის“ მხარეებად იქნება განხილული. გალეოტის აზრით, ასეთ მიდგიმა „ამორალური, უგუნური და უბრალოდ საშიშია“.

ექსპერტის აზრით, ამ მომენტისთვის მართლაც არ ღირს მოსკოვზე ზეწოლა ყირიმის დათმობის მიზნით, რადგან  ეს პუტინისთვის პოლიტიკურად მომაკვდინებელი იქნებოდა. ამავე დროს, რუსეთს ყირიმის ანექსიისთვის რეალური და სერიოზული საზღაური უნდა დეკისროს.  

გარდა ამისა, გალეოტის აზრით, კიევისთვის და მოსკოვისთვის თანაბარი მოთხოვნების წაყენება დაუშვებელია, რადგან „კონფლქტი გამოწვეულია რუსეთის არალეგიტიმური და გაუმართლებელი ჩარევით უკრაინის შიდა საქმეებში“ და კიევი დაზარალებული მხარეა. რაც რუსეთის მიმართ აშშ–ს პოზიციაშიც უნდა აისახოს.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონმა უნდა მოითხოვოს რუსეთისგან შეწყვიტოს სეპარატისტების არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური მხარდაჭერა. ასევე მოსკოვს უდნა დაეკისროს გარკვეული რეპარაციები უკრაინის სასარგებლოდ, რომელიც შესაძლოა გამოქვითულ იქნას რუსული გაზის საფასურიდან, რასაც კიევი მოსკოვს უხდის. NATO-მ და ევროკავვშირმა კიევს ასევე თუნდაც შორეულ მომავალში წევრობის პერსპექტივა უდნა დაანახონ, რათა ქვეყანში გარდაქნებს სტიმული მიეცეს.

ძალზე მნიშვნელოვნად მიიჩნევს გალეოტი იმას, რომ „მოსკოვს არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა თავი გამარჯვებულად გამოაცხადოს, მაგრამ მან თავი არც დამცირებულად უნდა იგრძნოს“. კერძოდ, პუტინს სახის შენარჩუნების საშუალება უნდა მიეეცეს. თუ რუსეთი ამ პირობებს არ დათანხმდება, სანქციები უნდა შენარჩუნდეს და კიდევ უფრო განმკაცრდეს, – აღნიშნავს   გალეოტი.  

კომენტარები