- დაპირისპირება თბილისის საკრებულოსთან - 4 აქტივისტი, რომელიც პროექტ პანორამა - თბილისს აპროტესტებს, დააკავეს. მათ იმ სხდომაზე შესვლა სურდათ, სადაც სწორედ ამ საკთხს განიხილავდნენ. თავის მხრივ, სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო სხდომაც საკერბულოში.
- დღეს კანცელარიაში 2014 წელს მთავრობის ბოლო სხდომა გაიმართა - მინისტრებმა გასული წელი შეაჯამეს. პრემიერმა კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა საყდრისის საბადოს საკთხზე - ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მთავრობა RMG Gold-ს მუშაობის გაგრძელების საშუალებას მისცემს.
- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობოს საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საზოგადოება ივერიას ინიციატივას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ბოლშევიკური ფორმაა, როდესაც ვიღაც თავის ხალხს არ ენდობა და უკრძალავს რაიმეს ყურებას. საზოგადოება ივერია საქართველოში რუსული ტელეარხების ტრანსლაციის აკრძალვას ითხოვს.
- პრეზიდენტი პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამასაც იწყებს, მისით სარგებლობა პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ ყველა ყოფილ პატიმარს შეეძლება.




