ალექსეი ნავალნის საქმე

სახ.დეპარტამენტმა ნავალნისთან დაკავშირებით რუსეთის მთავრობის ქმედებები დაგმო

www.state.gov

ალექსეი ნალვალნის საქმეზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯერი რატკემ განცხადება გააკეთა და რუსეთის ხელისუფლების ქმედებები დაგმო.

"შეშფოთებულები ვართ ალექსეი და ოლეგ ნავალნის მიმართ გამოტანილი განაჩენით. ეს შემაშფოთებელი მოვლენაა, რომელიც, მიგვაჩნია, მიმართულია პოლიტიკური აქტიურობის შემდგომ შეზღუდვაზე. ასევე, ძალიან გვაშფოთებს დამოუკიდებელი მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, უმცირესობების და პოლიტიკური ოპოზიციის სულ უფრო მზარდი შეზღუდვა. მიგვაჩნია, რომ რუსი ხალხი, ისე როგორც ყველა ხალხი მსოფლიოში, იმსახურებს ხელისუფლებას, რომელიც მხარს უჭერს იდეების ღიად გამოხატვას, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ მმართველობას, თანასწორობას კანონის წინაშე და საკუთარი უფლებების რეალიზებას შურისძიების შიშის გარეშე",-თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ე.წ. ივ როშეს საქმეზე, თაღლითობის მუხლით ალექსეი ნავალნის სამნახევარი წლით პირობითი სასჯელი, ხოლო მის ძმას ოლეგს - ამავე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსკოვის ცენტრში მანეჟის მოედანზე წუხელ საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ათასი ოპოზიციონერი შეიკრიბა. მომიტინგეებმა  პოზიციის ლიდერ ალექსეი ნავალნისთვის და მისი ძმისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენი გააპროტესტეს. შინაპატიმრობის რეჟიმის მიუხედავად, აქციაზე ალექსეი ნავალნიც მივიდა, თუმცა, ის მალევე პოლიციამ დააკავა. მომიტინგეები უკრაინის მხარდამჭერ ლოზუნგებსაც სკანდირებდნენ. 

 მოედნის გარშემო სპეცრზმი იყო მობილიზებული. არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობისთვის სამართალდამცველებმა 250-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. 

კომენტარები