თვითმფრინავის გაუჩინარება

AirAsia-ს დაკარგული ხომალდის ძიებისას, იავის ზღვაში ექვსი სხეული იპოვეს

planespotters.net

იავიზ ზღვაში AirAsia-ს დაკარგული ხომალდის ძიებაში ექვსი სხეული იპოვეს და მინიმუმ სამის ამოყვანა უკვე მოხერხეს - ამის შესახებ ინფორმაციას ინდონეზიის მთავრობა ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იავის ზღვაში ნამტვევები და საგნები აღამოაჩინეს, რომელიც 95%-ით AirAsia-ს კუთვნილ გაუჩინარებულ ლაინერს ეკუთვნის.

ნაპოვნი ცხედრები უკვე ამოიყვანეს სამხედრო ხომალდზე. ინდონეზიის ტელევიზიამ უკვე გაავრცელა 6 ნაპოვნი ცხედრის ფოტო.

28 დეკემბერს მალაიზიური ავიაკომპანია AirAsia-ს თვითმფრინავი, რომელიც ინდონეზიის ქალაქ სურაბაიადან სინგაპურისკენ მიფრინავდა დაიკარგა. თვითმფრინავში 162 ადამიანი იმყოფებოდა.

კომენტარები