თვითმფრინავის გაუჩინარება

ავიაკომპანია Air Algerie-ს თვითმფრინავი რადარიდან გაქრა

Reuters

ალჟირის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანია Air Algerie-ს თვითმფრინავი რადარიდან გაქრა. თვითმფრინავი ბურკინა ფასოდან ალჟირში მიფრინავდა.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, თვითმფრინავთან კონტაქტი აფრენიდან 50 წუთში დაკარგეს.

თვითმფრინავის ბორტზე 110 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფება. ავიაკომპანია საგანგებო გეგმაზეა გადასული.

კომენტარები