თვითმფრინავის გაუჩინარება

მალაიზიური AirAsia-ს თვითმფრინავი, რომელზეც 162 მგზავრი იმყოფება, დაიკარგა

planespotters.net

მალაიზიური ავიაკომპანია AirAsia-ს თვითმფრინავი, რომელიც ინდონეზიის ქალაქ სურაბაიადან სინგაპურისკენ მიფრინავდა დაიკარგა - ამის შესახებ ინფორმაციას ავიაკომპანიის წარმომადგენლები ადასტურებენ.

გავრცელებული ინფორმაციით თვითმფრინავის ბორტთან კონტაქტი ადგილობრივი დროით 07:24 საათზე გაწყდა. Airbus A320-200-ის ბორტზე 162 ადამიანი იმყოფებოდა.

კომპანიამ სამძებრო სამუშაოები უკვე დაიწყო.

AirAsia ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიად ითვლება. მისი არსებობის ისტორიაში სულ ორი ინციდენტი მოხდა და ორივე მსხვერპლის გარეშე დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მარტში კუალა ლუმპურიდან პეკინში მიმავალი თვითმფრინავი გაუჩინარდა. აფრენიდან 2 საათში, თვითმფრინავთან კავშირი გაწყდა. თვითმფრინავის ბორტზე 239 ადამიანი იმყოფებოდა. ხომალდის ბედი დღემდე უცნობია. 

კომენტარები