ფოკუსი

29 დეკემბერი,2014

- ნაციონალურ მოძრაობაში ბათუმში მომხდარი მკვლელობის საკუთარ ვერსიაზე საუბრობენ - გივი თარგამაძე ამბობს, რომ პოლიციელ მუკბანიანის მკვლელს შსს-ს მაღალჩინოსნები მფარველობდნენ, რადგან მკვლელი კანონიერი ქურდის ლავასოღლი ბატუმსკის კრიმინალური სინდიკატის წევრია. ლავასოღლი კი ქართველმა სამართალდამცავებმა უკრაინიდან დეპორტაციის შემდეგ გაათავისუფლეს.

- მთავარი პროკურორის პირველი ინტერვიუ - გიორგი ბადაშვილი ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს რათა სააკაშვილი წითელი ცირკულარით მოძებნონ. ჟვანიას საქმე, ქონების დაბრუნების დაანონსებული დეპარტამენტი - ამ და სხვა საკითხებზე საუბრობს მთავრი პროკურორი კვირის პალიტრასთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელსაც წერილობითი სახე ქონდა - ბადაშვილი ჟურნალისტს პირადად არ შეხვედრია.

- იტალიურ ბორან ნორმან ატლანტიკზე, რომელსაც ადრიატიკის ზღვაში ხანძარი გაუჩნდა, ყველა გადარჩენილი მგზავრი ევაკუირებულია. სულ გემზე 478 ადამიანი იმყოფებოდა. იტალიაში საქართველოს საკონსულოს ინფორმაციით, ბორანზე იყო საქართველოს 8 მოქალაქეც,

- მათ შორის სასულიერო პირი - მამა ილია კარტოზია და ორსული ქალი, რომელიც ამჯამად ქალაქ ბაქრის საავადმყოფოშია.

- კატასტროფის შედეგად, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ხუთი ადამიანი დაიღუპა.

- ეკა ბესელიამ დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მუშაობის ანგარიში წარადგინა. კომიტეტის თავმჯდომარე გასული წლის მუშაობით კმაყოფილია. განსხვავებული მოსაზრება აქვს არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილს.

- საქმიანობის ბოლო წელი შეაფასა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა. ის მთავარ მიღწევად დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს ასახებს თუმცა მიიჩნევს რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა ბევრ ხარვეზს გამოასწორებს.

- საზოგადოება ივერია საქართველოში რუსული ტელეარხების ტრანსლაციის აკრძალვას ითხოვს - ორგანიზაციამ პროკურატურას შესაბამისი განცხადებით მიმართა. 

- რუსეთში, პირველად 2009 წლის შემდეგ, ეკონომიკის ვარდნა დაფიქსირდა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი, გასული წლის ნოემბერთან შედარებთ, ნახევარი პროცენტით შემცირდა. თუმცა, 11 თვის ჯამური მონაცემებით შარშანდელთან შედარებთ ეკონომიკის 0 მთელი 6 მეათედი პროცენტით ზრდა დაფიქსირდა. რამდენიმე დღის წინ რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სოლუანოვმა განაცხადა, რომ თუ ნავთობის ფასი ბარელში 60 დოლარის დონეზე დარჩება, მომავალ წელს რუსეთის ეკონომიკა 3 პროცენტით შემცირდება. თუმცა, მისი თქმით, ამ შემთხვევაში ქვეყანა კრედიტუნარიანობას შეინარჩუნებს.

კომენტარები