ფოკუსი

25 დეკემბერი,2014

- ოსეთ-რუსეთი - რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხდებულ რესპუბლიკას შორის მოკავშირეობის ხელშეკრულების თანახმად, ცხინვალის ძალოვანი უწყებები რუსეთის შესაბამისი სტრუქტურების შემადგენლობაში შევა. ამის შესახებ რუსული გამოცემა ვედომოსტი იუწყება, რომელმაც ხელშეკრულების პროექტი მოიპოვა.

- ერგნეთი - 28 დეკემბერს ერგნეთში ერთი დღით ბაზრობა გაიხსნება. ბაზრობა არასამთავრობო ორგანიზაცია კონფედერაცია "ცხინვალის სახლის" ინიციატივით გაიმართება. ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, ერგნეთის ბაზრობა ადრინდელი სახით არ ჩატარდება და მისი მიზანი ადგილობრივების მხარდაჭერაა.
ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები ბაზრობის ინიციატივას საქართველოს მთავრობის პროვოკაციად აფასებენ. ზაქარეიშვილის უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით კი საქართველოს მთავრობას ერთდღიანი ბაზრობის ორგანიზებასთან საერთო არ აქვს.

- საყდრისი - კახა კოჟორიძემ კულტურის სამინისტროს სასამართლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფასა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში დაადანაშაულა. საია-ს ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ ის საყდრისთან დაკავშირებით სამართლებრივ დავას აგრძელებს. კოჟორიძემ კულტურის სამინისტროს 2014 წლის 12 დეკემბერის ის აქტები გაასაჩივრა, რომლების საფუძველზეც RMG გოლდმა საყდრისში სამუშაოები განაახლა. მისი თქმით, მსგავსი საჩივრით გასაჩივრებული აქტი ავტომატურად უქმდება, თუმცა კულტურის სამინისტრომ არც აღნიშნული გაითვალისწინა.

კომენტარები