- თავდაცვის სამინისტროს ცნობილი განცხადება უკრიანაში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცზე, რომელსაც მწვავე კრიტიკა მოჰყვა - მისი გამოქვეყნებიდან უკვე სამი დღე გავიდა, თუმცა ამ საკითხზე მინისტრს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. როგორც ახლა ირკვევა, მინისტრი ჯანელიძე განმარტებების გაკეთებას აპირებს - ყოველ შემთხვევაში ასე ამბობს მისი მოადგილე, თუმცა, უცნობია, როდის შეიტყობს საზოგადოება მინისტრის დამოკიდებულებას მომხდარზე. ჯანელიძის მოადგილე გოჩა რატიანი დღეს თავდაცვის კომიტეტის დახურულ სხდომაზე იმყოფებოდა.
- აფხაზეთის შემდეგ სამხრეთ ოსეთი - კრემლი ე.წ. ინტეგრაციის ხელშეკრულების გაფორმებას უკვე ცხინვალის მარიონეტ რეჟიმთანაც გეგმავს. ამის შესახებ პუტინის რუსეთის იდეოლოგად ცნობილმა ვლადისლავ სურკოვმა ისაუბრა.
- რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების უხეში დარღვევა და საფრთხე რეგიონული უსაფრთხოებისთვის - ასე შეაფასა გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთის ფორმალიზებული ანექსიის დაწყება.
- საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის შემადგენლობის კვოტების გადანაწილებას ხმაური მოჰყვა. ნაციონალური მოძრაობა აპროტესტებს მათთვის კვოტის შემცირებას. პარტიის წევრები ითხოვდნენ, რომ 5 კვოტიდან ორი კვლავ მათ დარჩენოდათ, თუმცა კომიტეტმა მიიღო გადაწყეტილება და ერთი კვოტა თავისუფალ დემოკრატებს დაუთმო. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
- დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გასული 2 წელის შეაჯამა.
თეა წულუკიანმა მისი მინისტრობისას გაუმჯობესებულ სახელმწიფო მოსამსახურების სფეროებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაუსვა ხაზი. საქართველოს იუსტიციის მინისტრს არც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დავიწყნია მადლობის გადახდა, როგორც მან თქვა საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების გამო.
- RMG GOLD-ის თანამშრომლების საყდრისი ყაჩაღიანის სამუშაოების გაგრძელებას მოითხოვენ - მათ დღეს მთავრობის კანცელარიასთან აქციაც გამართეს.
ფოკუსი




