კიბერკრიმინალი

ჰაკერების შეტევის შედეგად ჩრდილოეთ კორეას ინტერნეტი გაეთიშა

businessinsider.com

კომპანია დუნ რისერჩი, რომელიც ინტერნეტით მონაცემების გადაცემის მონიტორინგს ახორციელებს, იტყობინება, რომ ჩრდილოეთ კორეა გლობალური ქსელიდან 9 საათნახევრის განმავლობაში იყო გამორთული. ამ მომენტში კავშირი ნაწილობრივ აღდგენილია.

რამდენიმე დღის წინ კი ექსპერტებმა ჩრდილოკორეულ ინფრასტრუქტურაზე კიბერშეტევები დააფიქსირეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც შეერთებული შტატები ფხენიანს ადეკვატური პასუხით დაემუქრა  კოპანია Sony Pictures -ზე კიბერშეტევის გამო.

კომპანია Sony Pictures -მა კომედია ინტერვიუს ჩვენებაზე უარი თქვა მას შემდეგ, რაც ჰაკერებმა კომპანიის თანამშრომელთა პირადი მონაცემები ინტერნეტში გაავრცელეს და ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. ფილმი ჩრდილო კორეის ლიდერის ლიკვიდაციის ოპერაციის შესახებ მოგვითხრობს. ფხენიანმა ფილმის დაგეგმილი პრემიერა დაგმო, თუმცა კიბერშეტევებთან კავშირი უარყო.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი არ ადასტურებს, რომ ინტერნეტის პრობლემები კორეაში შეერთებული შტატების საპასუხო ზომების შედეგია. თუმცა, აღნიშნავს, რომ  ვაშინგტონი საპასუხო ზომებს ახორციელებს. 

კომენტარები