- თავდაცვის სამინისტროს ცნობილი განცხადება უკრაინაში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცზე, რომელიც არავის მოეწონა - მათ შორის, არც პრემიერს და როგორც მოგვიანებით გაირკვა, არც თავად თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობას, კვლავ დღის მთავარ თემად რჩება. ამ საკითხზე დღეს პირველი კომენატრი გააკეთა პრეზიდენტმაც - იგი თვლის, რომ უსიამოვნოა, როდესაც მთელი პოლიტიკური სპექტრი და ქვეყანა ერთი ადამიანის წინააღმდეგ ერთიანდება. თუმცა, ის, რომ განცხადება „ტექნიკური შეცდომა" იყო და პოლიტიკური პასუხისგებლობის მქონე პირებს ის არ წაუკითხავთ, როგორც ჩანს, მხოლოდ მმართველ გუნდში სჯერათ - ოპოზიცია სხვაგვარად ფი ქრობს.
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები კი თავდაცვის მინისტრის პარლამენტში მისვლას მოითხოვენ. ამის შესახებ ინიციატივა მათ დღეს ბიუროს სხდომაზე გაიტანეს. თუმცა უმრავლესობამ ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.
- დღეს საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო ოპოზიციის - თავისუფალი დემოკრატებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის ძირითადი თემა ორივე გუნდის წარმომადგენლებთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და საგარეო გამოწვევები იყო.
- აფხაზურმა პარლამენტმა კი რუსეთთან გაფორმებული მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტის რატიფიცირებას მხარი 23 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა 5-მა მისცა.ხელშეკრულებას მარიონეტული რეჟიმს ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 24 ნოემბერს მოეწერეს ხელი.




