ტურიზმი

საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ვიზიტორებს ღვინით დაასაჩუქრებენ

დავით მძინარაშვილი / REUTERS

თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში ჩამოსულ უცხოელ ვიზიტორებს მეწარმეობის განვითარების სააგენტო ღვინით დაასაჩუქრებს. მარკეტინგული აქცია მომავალი ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება. მარკეტინგული აქცია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას უკავშირდება. 

აღნიშნული პროგრამის მეშვეობით სულ დაახლეობით 47 ათასი ვიზიტორის დასაჩუქრება იგეგმება. ვიზიტორები საჩუქრად 2012 წლის მოსავლის საფერავის ჯიშის ღვინოს მიიღებენ. ბოთლის ეტიკეტზე ქართუილი მეღვნიეობის შესახებ იქნება ინფორმაცია დატანილი.

მარკეტინგული კამპანია საქართველოს, როგორც ღვინის მწარმოებელი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების აღნიშვნას უკავშირდება.

2014 წლის პირველი სექტემბრიდან საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობვის შესახებ შეთანხმება შევიდა ძალაში, რაც იმას ნიშავს, რომ ქართული პროდუქცია, მათ შორის ალკოჰოლური სასმელები ევროპულ ბაზარზე დამატებითი მოსაკრებლებისა და ტარიფებიბის გარეშე გადის. 

ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნული პროექტის ბიუჯეტს ვერ აკონკრეტებენ.

 

 

კომენტარები