ტურიზმი

Trump Tower სავარაუდოდ 2012 წელს არსებული პროექტით არ აშენდება

ბათუმი
თაზო კუპრეიშვილი

სილქ როუდ ჯგუფი Trump Tower-ის პროექტს სავარაუდოდ 2012 წარმოდგენილი პროექტისგან განსხვავებული არქიტექტურული გეგმის მიხდევით განახორციელებს. სილქ როუდ ჯგუფი ამ დროისთვის ბათუმის საინვესტიციო ბაზარს სწავლობს. კომპანიაში ჯერ-ჯერობით ვერ აზუსტებენ თუ როდის დაიწყება Trump Tower-ის მშენებლობა, წინასწარ არც მისი საინვესტიციო ღირებულება არ არის ცნობილი. 

Trump Tower-თან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ბათუმში აღნიშნული პროექტის განვითარება გაგრძელდება, რადგანაც ინვესტორსა და ტრამპის კორპორაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულება კვლავ ძალაშია. 

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ქეთევან ბოჭორიშვილის შეფასებით წამყვანი ბრენდები მართალია აღარ განახოციელებენ ბათუმში სასტუმროების მართვას, მაგრამ მოხდება მათი სხვა სასტუმროს ოპერატორებით ჩანაცვლება. აჭარა ჯგუფის ხელმძღვანელობის განმარტებით, მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ბათუმის ბაზრისთვის Holiday Inn-ის პროექტის ნაცვლად სხვა სასტუმრო ოპერატორის Crowne Plaza-ს სასტუმროს პროექტის განვითარება ბათუმისთვის უფრო შესაფერისი იქნება. 

სასტუმროს ოპერატორის ჩანაცვლება შესაძლებელია მოხდეს Kempinski-ს შემთხვევაშიც, რაც იმას ნიშნავს, რომ სასტუმროს,შენობა აშენდება მაგრამ ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის თუ რომელი ოპერატორის ქვეშ გააგრძლებეს აღნიშნული სასტუმროს ფუნქციონირებას. 

ბათუმში ამჟამად რამდენიმე მსხვილი საინვესტიციო პროექტი მიმდნიარეობს, მათ შორისაა პორტა ბათუმი თაუერის პროექტი, რომლის მშენებლობაც უკვე დაწყებულია და სავარაუდოდ 2015 წელს დასრულდება და ასევე ბაბილონ თაუერის 45 სართულიანი პროექტი, რომელიც დასრულების შემდეგ ქალაქის ყველაზე მაღალი საცხოვრებელი შენობა იქნება. 

ეკონომიკის სამინისტრო კვლავ აგრძელებს ბათუმი თაუერის შენობისთვის კომერციული დანიშნულების მოძებნა. განიხილება შენობის სასტუმროდ გადაკეთების შესაძლებლობაც აღნიშნული პროექტი 2011-2013 წლებში აშენდა და ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის იყო გათვლილი, მაგრამ აღნიშნული პროექტის შეჩერების შემდეგ შენობა უფუნქციოდ არის დარჩენილი.

კომენტარები