ფოკუსი

19 დეკემბერი, 2014

- პუტინის მზაობა შეხვედრისთვის და ურთიერგამომრიცხავი განცხადებები საქართველოს ხელისუფლებაში - უნდა შეხვდნენ თუ არა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ? კოალიცია ქართულ ოცნებაში ამაზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვთ. ნაწილის აზრით, ეს უბრალოდ აუცილებელია, მეორე ნაწილი აბაშიძე- კარასინის ფორმატის მნიშვნელობას უსვამს ხაზს - არიან ისეთებიც, რომლებიც მსგავსი შეხვედრის გამართავას საერთოდ არ მიიჩნევენ სწორად.
- გუშინდელ პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინმა საქართველოს არამარტო დღევანდელ ხელისუფლებაზე არამედ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა. მას მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა
- სააკაშვილი ძებნაშია, ეს მასვე უნდა უქმნიდეს უხერხულობას - ასე აფასებენ საპარლამენტო უმრავლესობაში გუშინ ევროპარლამენტის სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის ყოფნას. ეკა ბესელია ამბობს, რომ მალე საქართველოს მესამე პრეზიდენტი გადაადგილებას თავისუფლად ვეღარ შეძლებს.
- დღეს მთავრობის კანცელარიაში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც 2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილეს. შეხვედრას საქართველოს მთავრობის წევრები, მათ შორის ქვეყნის პრემიერიც ესწრებოდა.
- ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქართველი ხალხის სურვილს გაატაროს რეფორმები - ასე გამოეხმაურნენ ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას ვაშინგტონში
- კვლავ გრძელდება პროტესტი საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროში მიმდინარე სამუშაოების გამო. ამ საკითხზე შეხვედრა დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც გაიმართა.
- სალ: უკრაინაში, ლუგანსკის ოლქის ქალაქ სჩასტიესთან საქართველოს მოქალაქე, ბატალიონ აიდარის მებრძოლი ალეკო გრიგოლაშილი, მეტსახელად ჩუჟოი დაიღუპა. მის დაღუპვის ფაქტს თანამებრძოლები ადასტურებენ.

კომენტარები