კიბერშეტევა

FBI: კიბერშეტევა Sony Pictures-ზე ჩრდილო კორეამ მოაწყო

კადრი ფილმიდან "ინტერვიუ"
bbc.com

აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ განაცხადა, რომ კომპანია Sony Pictures-ის წინააღმდეგ კიბერშეტევის უკან ჩრდილოეთ კორეა იდგა, შეტევის მიზეზი კი ამ ქვეყნის ლიდერის კიმ ჩემ ინის შესახებ გადაღებული ფილმი გახდა.

FBI-ს განცხადებით, ჰაკერების მიერ გამოყენებული მავნე პროგრამები აშკარად ჩრდილოკირეული წარმოშობისაა. გარდა ამისა, დადგენილია კავშირი ახლანდელ კიბერშეტევასა და ადრინდელ შეტევებს შორის აშშ-ს მთავრობის წინააღმდეგ.

გამოძიების ცნობით, ასეთივე ხერხები გამოყენებულ იქნა 2013 წლის მარტში სამხრეთ კორეის ბანკებზე კიბერშეტევის დროს. FBI დამტკიცებულ ფაქტად მიიჩნევს, რომ ყველა ამ აქციის უკან ფხენიანი იდგა.

კომპანია Sony Pictures-მა ფილმ „ინტერვიუს" პრემიერა გააუქმა ჰაკერების მხრიდან მუქარის გამო, რომლებმაც ინტერნეტში კომპანიის თანამშრომელთა პერსონალური მონაცემები გამოაქვეყნეს. ჰაკერები აშშ-ს ფილმის ჩვენების შემთხვევაში „11 სექტემბრის გამეორებით" ემუქრებოდნენ.

კომედიური ჟანრის ფილმი ჟურნალისტებად შენიღბული CIA-ს აგენტებზე მოგვითხრობს, რომლებსაც ჩრდილო კორეაში ქვეყნის ლიდერის ლიკვიდაციის მისიით აგზავნიან.
ჩრდილო კორეა ჰაკერულ შეტევასთან კავშირს უარყოფს.

უარმა ფილმის ჩვენებაზე ჰოლივუდში კრიტიკა გამოიწვია. მსახიობმა და რეჟისორმა ჯორჯ კლუნიმ განაცხადა, რომ ფილმი მაყურებელმა უნდა ნახოს, ხოლო ჰოლივუდს მუქარის არ უნდა შეეშინდეს.

კომენტარები