- საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება რატიფიცირებულია - ევრპარლამენტმა დოკუმენტს 490 ხმით დაუჭირა მხარი. სხდომაზე მიიღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციაც - ევროპარლამენტი შეშფოთებულია საქართველოში ყოფილი მაღალჩინოსნების და ამჟამინდელი ოპოზიციის წევრების პატიმრობის გამო.
- დარბაზში ქვეყნის მოქმედი და ყოფილი, სამართლებრივ დევნაში მიცემული პრეზიდენტი ერთად ისხდნენ.
- სტრასბურგში გიორგი მარგველაშვილი დღის მანძილზე შეხვედრებს მართავდა, ის შეხვდა ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტს და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს. ინ
- ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას თბილისშიც ეხმიანებიან - პრემიერმა ევროპარლამენტს მადლობა გადაუხადა , საპარლამენტო უმრავლესობამ კი პირდაპირ ეთერში ერთად უყურა ევროპარლამენტის სხდომას. საპარლამენტო უმცირესობაში რეზოლუციის ტექსტზე საუბრობენ, სადაც ხაზი პოლიტიკური დევნის მიუღებლობას აქვს გასმული.
- კონფლიქტების მოგვარება საქართველოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხებთან დიალოგის გზით უდნა მოხდეს, რუსეთს კი საქართველოს პრეზიდენტის ან პრემიერის მოსკოვში სტუმრობა გაუხარდება - ეს რუსეთის პრეზიდენტის ფრაზაა. ვლადიმირ პუტინმა ყოველწლიურ დიდ პრესკონფერენციაზე, ტელეკომპანია მაესტროს ჟურნალისტის კითხვას უპასუხა. შეკითხვა თბილსისა და მოსკოვის ოფიციალურ კონტაქტებს და კონფლიქტების მოწესრიგების შესაძლო გზებს ეხებოდა. პუტინმა მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ახლა მთელ მსოფლიოში დევიან, მაგრამ ეს რუსეთის ბრალი არ არის.




