საქართველოს შესახებ რეზოლუცია

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციამდე რამდენიმე წუთით ადრე ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. კენჭისყრაზე რეზოლუციას მხარი 491–მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 84 დეპუტატი იყო, 63-მა კი თავი შეიკავა. საქართველოს შესახებ რეზოლუცია მომხსენებელ ანდრეი მამიკინის ანგარიშის საფუძველზე მომზადდა.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუციაში რამდენიმე შესწორება შევიდა:

"- ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთს სრულად, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ისევე, როგორც მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობას. უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გამოყოფის აღიარება და დაასრულოს მათი ოკუპაცია. შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულება; ევროპარლამენტი უგულვებელყოფს, ამ მხრივ, გადაწყვეტილებას მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიასა და რუსეთს შორის. ესახება ეს, როგორც რუსეთის მხრიდან აფხაზეთის სრული ანექსიისთვის გადადგმული ნაბიჯი.

- ევროპარლამენტი ხაზს უსვამს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ეროვნული შერიგების მიღწევის საჭიროებას; გამოხატავს შეშფოთებას, რომ ყოფილი ხელისუფლების მრავალი მაღალჩინოსანი და ამჟამინდელი ოპოზიციის არაერთი წევრი სისხლის სამართლის დანაშაულებშია ბრალდებული და ან პატიმრობაშია, ან წინასწარ პატიმრობაში. ასევე გამოხატავს შეშფოთებას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ საბრძოლველად სასამართლო სისტემის სავარაუდო გამოყენების გამო, რამაც შესაძლოა, ზიანი მიაყენოს საქართველოს ევროპული კურსს და საქართველოს მთავრობის ძალისხმევას დემოკრატიული რეფორმების დარგში. აღნიშნავს, რომ ძლიერი პოლიტიკური ოპოზიციის არსებობა დაბალანსებული და სრულყოფილი პოლიტიკური სისტემის უპირველესი ამოცანაა.

- საქართველომ გადადგას ქმედითი ნაბიჯი ისლამოფობიისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად; ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, ისლამოფობიისა და ჰომოფობიის ძალადობრივ ფაქტებში დამნაშავე პირების ეფექტური გასამართლების საჭიროებას",- აღნიშნულია რეზოლუციაში.

კომენტარები