პუტინის პრესკონფერენცია

დღეს ვლადიმირ პუტინი ყოველწლიურ დიდ პრესკონფერენციას გამართავს

ამ წუთებში ვლადიმირ პუტინის ყოველწლიური დიდი პრესკონფერენცია იწყება. ეს რუსეთს პრეზიდენტის მედიასთან მე-10 ასეთი ტიპის შეხვედრა იქნება. პრესკონფერენცია რუსეთში ეკონომიკური კრიზისისა და რუბლის ვარდნის ფონზე გაიმართება, შესაბამისად, როგორც მოსალოდნელია, ერთ-ერთი მთავარი საკითხი პრესკონფერენციაზე სწორედ ეკონომიკის მდგომარეობა, ასევე რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები და უკრაინის კრიზისი იქნება.

ღონისძიება დროში შეზღუდული არ იქნება. გასულ წელს პუტინის პრესკონფერენცია 4 საათს გაგრძელდა. გასულ წელს პრესკონფერენციის სენსაცია გახდა პუტინის განცხადება მიხაილ ხოდორკოვსკის შეწყალების შესახებ.

კომენტარები