პუტინის პრესკონფერენცია

პუტინი: კარლოვის მკვლელობა თურქეთ-რუსეთის ურთიერთობაზე თავდასხმა იყო

TASS

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, 2016 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობას თურქეთ-რუსეთის ურთიერთობაზე თავდასხმა უწოდა.

"კარლოვის მკვლელობა ტრაგედიაა. ეს იყო თავდასხმა რუსეთსა და თურქეთ-რუსეთის ურთიერთობაზე", - თქვა პუტინმა.

პუტინმა 2015 წლის 24 ნოემბერს თურქეთ-სირიის საზღვარზე რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებაც გაიხსენა. პუტინის თქმით, ის სკეპტიკურად იყო განწყობილი და თვლიდა, რომ რუსულ სამხედრო თვითმფრინავს თურქეთის უმაღლესი ხელისუფლების გადაწყვეტილების გარეშე ვერ ჩამოაგდებდნენ, თუმცა ახლა სხვაგვარად ფიქრობს.

"მე უკვე აღარ მჯერა ამის. არსებობს ფაქტები, რომლებიც მიგვანიშნებენ, რომ ეს იყო რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის გაფუჭების მცდელობა", - თქვა პუტინმა.

პუტინის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ კარლოვის მკვლელობა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობას ხელს არ შეუშლის.

კომენტარები