რაც შეეხება უკრაინისთვის ევროპის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებას, მე სრულად ვუჭერ ამას მხარს. მეტიც, მიმაჩნია, რომ სავიზო რეჟიმი ევროპაში ეს არის ცივი ომი, ანაქრონიზმი და ის რაც შეიძლება მალე უნდა მოვიშოროთ. თუ უკრაინის მოქალაქეები შეძლებენ ევროპაში უვიზოდ ჩასვლის უფლებას, ეს იქნება სწორი ნაბიჯი. თუმცა, როგორც ვიცი, გათვალისწინებულია სავიზო რეჟიმის გაუქმება მუშაობის უფლების გარეშე. გაიზრდება თუ არა სამუშაო ძალის ნაკადი უკრაინიდან ევროპაში? რა თქმა უნდა, გაიზრდება. თუ არ მისცემენ მუშაობის უფლებას, უკრაინიდან ჩასული ხალხი დამცირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ისინი იძულებულები იქნებიან, არალეგალურად იმუშაონ. შესაბამისად, ისინი არ იქნებიან სოციალურად დაცულები და საერთოდ არ იქნებიან დაცულები. თუკი აძლევ უვიზო მიმოსვლის უფლებას, უნდა მისცე მუშაობის უფლებაც
tbl.ge/23d5
დაკოპირდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენიაზე.
ამავე თემაზე
- პუტინი: ალეპოდან ხალხის გაყვანა მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰუმანიტარული აქციაა
- პუტინი: არ გამოვრიცხავ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაბრუნებას
- პუტინი: ადრე თუ გვიან, რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის ნორმალიზაცია მოხდება
- პუტინი: კარლოვის მკვლელობა თურქეთ-რუსეთის ურთიერთობაზე თავდასხმა იყო
- პუტინი: რუზველტმა გააერთიანა აშშ, ობამამ კი გაყო