ნორდ-ოსტის ტერაქტი

მოსკოვი აცხადებს, რომ ნორდ-ოსტის ტერაქტის ორგანიზატორი დააკავა

რუსეთის მთავარმა საგამოძიებო უწყებამ განაცხადა, რომ 2002 წლის ნორდ-ოსტის ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორი დააკავა. უწყების ცნობით, ჩეჩნეთის მკვიდრი ჰასან ზაკაევი 12 წელი იძებნებოდა და ყირიმში უკრაინის ტერიტორიიდან შესვლის მცდელობისას დააკავეს.

რუსული მედია სასამართლოზე დაყრდნობით იუწყება, რომ ზაკაევი ჯერ კიდევ აგვისტოში დააკავეს. გამოძიების ცნობით, იგი ტერაქტისთვის მოსკოვში იარაღისა და ასაფეთქებელი მასალების შემოტანაზე იყო პასუხისმგებელი.

2002 წლის 22 ოქტომბერს ტერორისტებმა დუბროვკის თეატრალურ ცენტრში 900-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანეს და სამი დღის განმავლობაში ჰყავდათ დატყვევებული. სპეცრაზმმა შენობა შტურმით აიღო, რის შედეგადაც 130 მძევალი დაიღუპა.

კომენტარები