- დაპირისპირება გრძელდება საყდრილის ყაჩაღიანის საბადოს გარშემო - კულტურის მინისტრი დღეს საყდრისის მცველებს შეხვდა, თუმცა შეხვედრამ უშედეგოდ ჩაიარა. თავად მიხეილ გიორგაძე ირმწუნება, რომ მზადაა ყველა დაინტერესებულ ჯგუფს შეხვდეს თუმცა მისი თქმით, სამუშაოებს ერთპიროვნულად ვერ შეაჩერებს.
- დევნილთა მინისტრი პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს - ამასთან, სოზარ სუბარი ამბობს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატი არ შეიძლება, ამ კომიტეტის თამჯდომარე იყოს. დაპირისპირება მინისტრსა და ოპოზიციაში ახლად გადასულ თავისუფალი დემოკრატების წევრს შორის ონოფრიშვილის განცხადებებს მოჰყვა - მან დევნილთა სამინისტრო მ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ვერათვისებაში დაადანაშაულა.
- ადამიანის უფლებათა ცენტრი ციხეებში სავარაუდო წამებაზე საუბრობს და კონკრეტულ შემთხვევებს ასახელებს - ინფორმაცია, რომელსაც ორგანიზაცია ავრცელებს, რუსთავისა და გლდანის ციხეებში მყოფ პატიმრებს შეეხება. ადამიანის უფლებათა ცენტრი შესაბამისი ორგანოების მხრიდა რასათანადო რეაგირებაზეც საუბრობს, თავის მხრივ, სასჯელაღსრულების სამინისტროში ირწმუნებიან, რომ დასახელებულ შემთხვევებს გენერალური ინსპექცია უკვე ამოწმებს.
სახალხო დამცველი ციხეებში არსებულ პრობლემებზე საუბრობს - ომბუდსმენის ანგარიში იტყობინება, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სუიციდის რიცხვი კვლავ მაღალია, ამასთან, სათანადო გამოძიებები არ ტარდება არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე.
- ნოემბრის თვეში საქართველოში ექსპორტი შემცირდა - ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით, კლება 35%-ს შეადგენს.
- რუსული რუბლის ვარდნა გრძელდება - რუსეთის ცენტრალურ ბანკს საპროცენტო განაკვეთის ექვსნახევარი პროცენტით გაზრდა მოუწია, თუმცა, როგორც დღევანდელმა დღემ აჩვენა, გათვლა ინფლაციური და დევლვაციური რისკების შემცირებაზე არასწორი აღმოჩნდა - უმნიშვნელო გამყარების შემდეგ რუბლმა კვლავ დაცემა განაგრძო.
ფოკუსი




