საყდრისი-ყაჩაღიანი

გიორგაძე: სახელმწიფო სტრუქტურის მოწვეული ნებისმიერ ექსპერტი დამოუკიდებელია

ნებისმიერი ექსპერტი, ადგილობრივი თუ საერთაშორისო, რომელიც მოწვეულია სახელმწიფო დაწესებულების მიერ, არის დამოუკიდებელი ექსპერტი. ექსპერტის დამოკიდებულებასა და მიკერძოებულობაზე, ალბათ, საუბარი შეიძლება იყოს , ისიც მხოლოდ დაშვებით, თუ ის რომელიმე კერძო პირმა ან სტრუქტურამ მოიწვია და დაიქირავა. წიმააღმდეგ შემთხვევაში, ეჭვი შეიძლება შევიტანოთ ნებისმიერი ექსპერტის საქმიანობაში, მოტივაციაში ან კომპეტენციაში და ვერანაირი საკითხი, მსხვილი თუ წვრილი, ვერ გადაწყდება.

 

ასე უპასუხა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ბრალდებას, რომლის მიხედვით დასკვნა, რის საფუძველზეც სამინისტრომ საყდრისისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო, მიკერძოებული ექსპერტების მიერ იყო დადებული.

კომენტარები