საყდრისი-ყაჩაღიანი

საყდრისის დაცვის კომიტეტმა გიორგაძეს ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცა

კულტურის მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრებმა ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს. მათ ლექციაზე გაშალეს ბანერები და მინისტრს წაუყენეს მოთხოვნა ესაუბრა საყდრისი-ყაჩაღიანზე, წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარო ლექციას ჩაშლიდნენ.

"ამჟამინდელ მინისტრს ნამდვილად არ აქვს მორალური უფლება ილაპარაკოს ქართულ კულტურაზე, მას შემდეგ რაც მან ხელი მოაწერა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - საყდრისის აფეთქებას. ჩვენ ამაოდ ვცდილობდით რამდენიმე ადგილას შევხვედროდით მას, თუმცა ის ყოველთვის გაგვირბის ხოლმე. ამიტომ ვისარგებლეთ შემთხვევით, მოვედით აქ და კიდევ ერთხელ გამოვხატეთ პროტესტი საყდრისის აფეთქების მიმართ" - განაცხადა კომიტეტის წევრმა ნინო ბურჭულაძემ.

მიხეილ გიორგაძის თქმით კი, ლექციის ფორმატი შეიცვალა დამსწრე საზოგადოების ინტერესის მიხედვით და პრაქტიკულად, მთელი შეხვედრა საყდრისი-ყაჩაღიანის თემაზე საუბარს მიეძღვნა. 

 

კომენტარები