საყდრისი-ყაჩაღიანი

პრემიერი RMG-ის თანამშრომლებს: გააგრძელეთ მუშაობა მშვიდად და სტაბილურად

მთავრობის ადმინისტრაცია

"დაუშვებელია, 3 ათასი ოჯახი დარჩეს სამსახურის გარეშე, ეს არის დივერსიის მცდელობა, გააგრძელეთ მუშაობა მშვიდად და სტაბილურად", - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანია RMG-ის თანამშრომლებს, რომლებიც პრემიერმინისტრს დღეს მარნეულის გამგეობის შენობასთან დახვდნენ.

როგორც მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება, კომპანიის თანამშრომლებმა პრემიერს მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ, გარკვეული მცდელობების მიუხედავად, საწარმოს მუშაობა არ გაჩერდება.

პრემიერმინისტრმა RMG-ის თანამშრომლებს პირობა მისცა, რომ ხელისუფლება საწარმოს მუშაობის ხელშეშლას არ დაუშვებს.

შეგახსენებთ, რომ საყდრისის საბადოში სამუშაოებს სწორედ RMG Gold-ი აწარმოებს.

კომენტარები