ვარკეთილში ცხრამეტი წლის ახალგაზრდა სასიკვდილოდ დაჭრეს. შემთხვევა 15 დეკემბერს, ღამით, სუხიშვილების ქუჩაზე მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას 1979 წელს დაბადებულმა მამაკაცმა ცივი იარაღით ზურგის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1995 წელს დაბადებულ ახალგაზრდას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სამინისტროს ცნობით, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში მეტრომშენის დასახლებაში დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.





