კრიზისი უკრაინაში

სტოლტენბერგი: NATO უკრაინას იარაღს ვერ მიაწვდის, რადგან მას ის არ გააჩნია

watanzaniaoslo.blogspot.com

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განმარტებით, NATO უკრაინას იარაღს ვერ მიაწვდის, რადგან მას ის არ გააჩნია. ამის შესახებ მან უკრაინის პრემიერმინისტრ არსენი იაცენიუკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"როგორც იცით, NATO არ ფლობს იარაღსა თუ აღჭურვილობას. შესაბამისად, NATO ვერ მიაწოდებს მათ პარტნიორებს, იმიტომ, რომ არ გაგვაჩნია. ამიტომ NATO-ს თითოეულმა მოკავშირემ თავად უნდა გადაწყვიტოს, რა სახის შეიარაღების მიწოდება შეუძლია უკრაინისთვის.

ამასთან, ვიცი, რომ უკრაინასა და რამდენიმე ქვეყანას შორის მიმდინარეობს დიალოგი იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით. მივესალმები ამ დიალოგს და მოვუწოდებ NATO-ს წევრებს, მხარი დაუჭირონ უკრაინას", - თქვა სტოლტენბერგმა.

კომენტარები