ფოკუსი

15 დეკემბერი, 2014

- საყდრისი-ყაჩაღიანის საბადო და სავარაუდო კორუფციული გარიგებები - ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ინტერესებზე , ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში კი შესაძლო კორუფციულ სქემებზე საუბრობენ. RMG გოლდმა საყდრისზე სამუშაოები შაბათს კულტურის სამინისტროს ნებართვით განაახლა.
- 15 საათზე მეტია სიდნეიში მძევალთა ტყვეობაგრძელდება - ტერორისტს ათობით ადამიანი კაფეში ჰყავს ჩაკეტილი. ტყვეობას ამ დრომდე ხუთმა მათგანმა დააღწია თავი. ტერორისტი ქვეყნის პრემიერთან შეხვედრასა და ისლამური სახელმწიფოს დროშას ითხოვს.
- ემზადება თუ არა ხელისუფლება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის - საზოგადოება ივერია, მათივე თქმით, „სარწმუნო წყაროზე" დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რეგიონებში ამისათვის აქტიურად ემზადებიან. თუმცა ამ ცნობებს კატეგორიულად უარყოფენ მმართველ გუნდში.
- 48%-ით გაუფასურებული რუსული რუბლი და მისი ისტორიული მინიმუმი - დღეს ერთი ამერიკული დოლარი 59 რუბლზე მეტი ღირს. მნიშვნელოვნად შემცირდა რუსეთის ცენტრალული ბანკის რეზერვებიც.
- 18 დეკემბერს ევროპარლამენტი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას კენჭს უყრის. შეთანხმების რატიფიცირებასთან ერთად, ევროპარლამნეტი განიხილავს საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც - საქართველოს მთავრობაში რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინები აქვთ, უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილი პოლიტიკის მიმოხილველები - მათ ამის საფუძველს მათ შორის ეუთოს ბოლო, კრიტიკული დასკვნა აძლევთ.

კომენტარები