საყდრისი

თამარ ამაშუკელი: შეიძლება ითქვას, რომ საყდრისი აღარ არსებობს

ტაბულა

ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელის განცხადებით, საყდრისი აღარ არსებობს. ამის შესახებ ამაშუკელმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში თქვა და აღნიშნა, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის არქეოლოგიური ობიექტი კომპანია RMG Gold-მა კულტურის სამინისტროს ნებართვით გაანადგურა.

"დღეს მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი პრაქტიკულად აღარ არსებობს. RMG Gold აცხადებდა, რომ ეს არის საშიში ობიექტი ადამიანებისთვის ანუ იქ ვეღარ გაგრძელდებოდა სამუშაოები, თუმცა, მიუხედავად ამისა, ორი აფეთქების შემდეგ, მათ მაინც მოუწიათ ბულდოზერებით მისი დანგრევა. შეიძლება ითქვას, რომ საყდრისი აღარ არსებობს. ფაქტია, რომ ჩვენ დღეს დავკარგეთ... 2014 წელს, დეკემბერში, RMG Gold-მა კულტურის სამინისტროს ნებართვით გაანადგურა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძალიან მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ობიექტი. ჩვენ ის აღარ გვაქვს" - განაცხადა ამაშუკელმა თეორემაში.

2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე კომპანია RMG-მ სამთო-მოპოვებითი სამუშაოები საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე განაახლა.

კომენტარები