განზრახ მკვლელობა

კასპში მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს

metro.us

კასპში მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. შემთხვევა მირიან მეფის ქუჩაზე მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, კვლელობის ბრალდებით ყაჩაღობისა და ქურდობისთვის სამჯერ ნასამართლევი 1973 წელს დაბადებული მერაბ მ.  დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მან ნასვამ მდგომარეობაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით მოკლა დის მეუღლე, 1967 წელს დაბადებული ვაჟა ბ.

დაკავებული  ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები