ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის მიერ გამოკვლეული კორუფციული სქემები გაზეთის სახით გამოსცა. გაზეთი ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს თბილისისა და ქუთაისის ქუჩებში დაარიგეს.
„აქ არის წარმოდგენილი ღარიბაშვილის და თამაზაშვილების კლანის ნათესაური კავშირები, მათი დასაქმება, მათი ტენდერები, იმდენად ბევრი იყო მასალა და მოცულობითი, რომ ერთი ბრიფინგი ამას ვერ დაიტევდა. ამიტომ ჩვენ საზოგადოებას ვაძლევთ საშუალებას, რომ გაზეთში დეტალურად ნახოს, როგორ არის ეს კლანი დასაქმებული. ბიძინა ივანიშვილის გარეშე ეს კლანი ვერ იმოქმედებდა, ამიტომ ხალხმა უნდა იცოდეს, რაში იხდის გადასახადებს“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.





