ფადი ასლი: ინვესტიციების ზრდის მაჩვენებელი გაზვიადებულად გამოიყურება

სავარაუდო პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 508 მილიონი დოლარის ოდენობით 2014 წლის მე-3 კვარტალში საეჭვოდ მაღალ მაჩვენებლად გამოიყურება და 2005 წლიდან ყველაზე მაღალია  მე-3 კვარტლისთვის  საქართველოს ისტორიაში 2005 წლიდან.

რა მოხდა მე-3 კვარტალში ისეთი, რომ ერთ ღამეში შვეიცარია გავხდით?

თუ სინამდვილეში იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ასეთი  ზრდა, პარალელურად იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდაც უნდა მოჰყოლოდა, რაც ინვესტიციების ზრდის პირდაპირი მაჩვენებელია.

იმპორტი მესამე კვარტალში 4,3 პროცენტით გაიზარდა 2013 წლის მე-3 კვარტალთან შედარებით, იმ დროს, როდესაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ამავე პერიოდში გაიზარდა 50 პროცენტით!  

გარდა ამისა, 2005 წლიდან ინვესტიციების კვარტალური მაჩვენებლები ყოველთვის დაბალანსებული იყო  და მხოლოდ 2014 წლის მესამე კვარტალში უსაზღვროდ გაზვიადებულად გამოიყურება. 

საქართველოს ვაჭრობის საერთაშორისო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი Facebook-ის საკუთარ გვერდზე საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ინვესტიციების სტატისტიკის შესახებ.

კომენტარები