რასაკვირველია, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ ვინმემ შეიძლება იდავოს იმაზე, რომ ამ შემთხვევაში საგარეო ფაქტორია მნიშვნელოვანი ან სხვა ობიექტურ ფაქტორებზე შეიძლება მიუთითონ, რომელიც უშუალოდ ხელისუფლების ქმედებებზე არ ჰკიდია და მისი პასუხისმგებლობის ქვეშ არ იმყოფება, მიუხედავად ამისა, როცა ქვეყანაში ეკონომიკური თვალსაზრისით ვითარება იცვლება (ნაკლებ დრამატულად ან მეტად დრამატულად), პასუხი უნდა აგოს ხელისუფლებამ. პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის ხელისუფლების. ეს არის ცხადი. უბრალოდ, ხელისუფლების ფუნქცია არის, აუხსნას მოსახლეობას რაც ხდება - სრულიად გამჭვირვალედ, მათთვის გასაგებ ენაზე და რაც მთავარია, ეძებოს გზები სიტუაციიდან გამოსვლის.
tbl.ge/v4a
დაკოპირდა

განაცხადა სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემას წამყვანის კითხვაზე, ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა ერთი წლის მანძილზე ლარის ორჯერ გაუფასურებასა და ბიუჯეტის გარღვევაზე.
ამავე თემაზე
- შექიმნება "ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" და "ინვესტიციების სააგენტო" – კობახიძე
- კობახიძე: ეკონომიკის განვითარების დონით EU-ს ყველა წევრს ჩამოვრჩებით
- ქვრივიშვილი: Eagle Hills-ის პროექტი ხელს შეუწყობს შრომითი მიგრაციის შემცირებას
- რას უკავშირდება საქსტატის მონაცემებით მშპ-ს 11.1%-იანი ზრდა - ბედინეიშვილის კომენტარი
- იანვარში მშპ-ს 11%-ით ზრდა მანიპულაციის შედეგია – გოცირიძე




