ნედლეული

ნავთობის ფასმა ხუთი წლის მინიმუმს მიაღწია

Sofia Ordonez / CNN

ორშაბათს საერთაშორისო ბირჟაზე ნედლი ნავთობის (Brent crude)-ის ფასი ბარელზე $66,8 დაფიქსირდა, რაც გასული ხუთი წლის მინიმალურ ფასს წარმოადგენს. მინიმალურ ფასს ნავთობის სხვა სტანდარტებშიც აღინიშნა, ბირჟებზე ამერიკული WTI-ს ღირებულებამ $64-ს შეადგინა. ნედლ ნავთობზე $65-ზე დაბალი ფასი ბოლოს 2009 წლის ოქტომბერში იყო.

ნავთობის ფასების შემცირება ივნისიდან დაიწყო, როდესაც ბარელის ღირებულება საშუალოდ $115 იყო, ხოლო მისი განსაკუთრებული ტემპებით დაცემა კი ოქტომბერ-ნოემბრის მონაკბვეთში მოხდა. სულ გასული წლის მანძილზე ნავთობის ფასი დაახლოებით 40%-ით შემცირდა. ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის OPEC-ის 27 ნოებრის გადაწყვეტილებით ფასების კლების მიუხედავად ნავთობის წარმოება არ შემცირებულა, რაც თავად ამ ორგანიზაციის ზოგიერთი წევრისთვისაც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.  

აღნიშნულ ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, The Washington Post-ის ცნობით თავად OPEC-ი ისეთი ქვეყნების ერთობლიობაა, რომლებსაც ნავთობის მარაგების გარდა საერთო პრაქტიკულად არაფერი აქვთ, ამტომაც ამ ორგანიზაციის ყველაზე მნიშვნელოვან მოთამაშეებს, როგორიცაა საუდის არაბეთი და არბთა გაერთიანებული საამიროები ნაკლებად აინტრესებთ სხვა უფრო ძვრირადღირებული მწარმოებლების მაგალითად ვენესუელასა და ირანის ბედი, რაც იმას ნიშნავს, რომ OPEC-ი ძველი ფასების დაბრუნებას კიდევ გარკვეული ხანი არ შეეცდება.  

The Economist-ის ცნობით ბაზარზე ნავთობის ჭარბი რაოდენობით მიწოდება და შესაბამისად მასზე ფასების კლება 2015 წლის მოერე ნახევრამდე გაგრძელდება, როდესაც სავარუდოდ ნავთობზე ახალი მინიმალური ფასი უნდა დაფიქსირდეს.  

ნედლეულზე დაბალი ფასის არსებობას მნიშვნელოვანი გავლენა რუსეთის ეკონომიკაზეც აქვს. რუსეთის ეკონომიკური ზრდის მინისტრმა ალექსეი ულუკაევმა რაშა თუდეისთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნავთობზე გრძელვადიან პერსპექტივაში დაბალი ფასი დააზარალებს იმ ქვეყნებს, სადაც ნავთობის მოპოვება შედარებით ძვირადღირებულია, მათ შორის დაზარალდებიან ირანი, ერაყი, ვენესუელა და რუსეთი.

 

კომენტარები