საქართველოს ეკონომიკა

ენმ-მ ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად რეზოლუციის პროექტი შეიმუშავა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ეკონომისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ მათთან ერთად მსჯელობის შემდეგ, პარტიამ რეზოლუციის პროექტი შეიმუშავა, რომლითაც ნაციონალური მოძრაობა მთავრობას კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავს.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ მთავრობამ მხოლოდ აუცილებელი ხარჯები უნდა გაწიოს და ეკონომიკა მეტად ლიბერალური გახდეს. მისივე განცხადებით, რეკომენდაციები როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივას ითვალისწინებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კი ამბობენ, რომ საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივას ვერ მიიღებენ, რადგან მათი რჩევები ქვეყნის ეკონომიკისთვის სასარგებლო ვერ იქნება.

ჯერჯერობით უცნობია, როდის იმსჯელებს პარლამენტი ნაციონალური მოძრაობის რეკომენდაციების შესახებ.  

კომენტარები