ქალებზე ძალადობა

შსს: ქმარი ცოლს ეჭვიანობის ნიადაგზე ავტომანქანით დაეჯახა და მოკლა

შსს-მ ცოლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, 1973 წელს დაბადებული ელიმხან ე. დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, საგარეჯოს რაიონის სოფელ ვერხვიანში, ეჭვიანობის ნიადაგზე, თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღით მეუღლის, 1973 წელს დაბადებულ მელეიქა გ-ს მოკვლა სცადა, თუმცა გასროლა ვერ მოახერხა. რის შემდეგაც მეუღლეს თავისი კუთვნილი ავტომანქანით შეეჯახა. მელეიქა გ. ადგილზე გარდაიცვალა. 

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ცეცხლსასროლი იარაღი და ავტომანქანა - ნივთმტკიცებად ამოიღეს. 

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

კომენტარები