რესპუბლიკური პარტია

ბერძენიშვილი: რესპუბლიკური პარტია ქართულ ოცნებას ცვლილებებს სთავაზობს

radiotavisupleba.ge

რესპუბლიკური პარტია კოალიცია ქართულ ოცნებას ცვლილებებს სთავაზობს - ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.

ბერძენიშვილმა თქმით რესპუბლიკური პარტია კოალიციაში როლისა და ადგილის გამოკვეთაზე მუშაობს. ისინი კოალიციას ქვეყნის ისეთი სისტემით მართვას სთავაზობენ, რომ საქართველოს წინაშე მდგომი პრობლემები გაიდაიჭრას.

"რესპუბლიკურმა პარტიამ ჯერ კიდევ გასულ წელს განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნები ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა და რატიფიცირება არის ის ორი მიჯნა, რომელმაც კოალიცია ქართული ოცნების ხელისუფლების პირველი ეტაპი უნდა გაამყაროს. ჩვენ ივნისის ბოლოდან დავიწყეთ ინტენსიური მუშაობა კოალიციაში რესპუბლიკური პარტიის ადგილისა და როლის გამოკვეთის თაობაზე. აგვისტოს დასაწყისში გაიმართა ეროვნული კომიტეტი, შემდგომ სხვა ფორმატის ღონისძიებები და ოქტომბრის დასაწყისში დავით უსუფაშვილმა კოალიციის პოლიტიკურ საბჭოს ძალიან ვრცელი, ტევადი დოკუმენტით მიმართა. ჩვენი მიდგომების ნაწილი 28 ოქტომბერს გამოვაქვეყნეთ. ჩვენ კოალიციას ვთავაზობთ ახალ რეალობაში ქვეყნის ისეთი სისტემით მართვას, რომელიც დარჩენილ ორ წელიწადში მოგვცემს შესაძლებლობას, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს გავუმკლავდეთ. ეს არის დემოკრატიის მაღალი ხარისხი, თვითმმართველობა შემოსავლებით, გამგებლების და საკრებულოების მეტი უფლებამოსილებები, საარჩევნო კოდექსი, საგარეო და უშიშროების პოლიტიკისადმი მეტი ადეკვატური მიდგომა და აგრარული რეფორმა – ძლიერი ფერმერი", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

რესპუბლიკური პარტია კონფერენციას სახელწოდებით "დემოკრატიული მოდერნიზაცია" მართავს, კონფერენციაზე განხლვის საგანია ის თემები, რომელთა მიმართაც რესპუბლიკური პარტია დემოკრატიული რეფორმების დაჩქარების საჭიროებას ხედავს. 

კომენტარები