საქართველო-უკრაინის ურთიერთობა

უკრაინაში საქართველოს ელჩი: არ ვადასტურებ ინფორმაციას ჩემი გადადგომის შესახებ

MFA.GOV.GE

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა, თავად მიხეილ უკლება არ ადასტურებს. 

„არ ვადასტურებ ინფორმაციას ჩემი გადადგომის შესახებ. მე ვრჩები თანამდებობაზე და რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია, არ ვიცი. ჰკითხეთ მათ, ვინც ეს დაწერეს. მე არ მაქვს მიზეზი, რომ დავტოვო თანამდებობა,“ - განუცხადა უკლებამ რუსთავი 2-ს.

ცნობისთვის, საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩი გამოიწვიეს და ეს უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ალექსანდრე კვიტაშვილის დანიშვნას უკავშირდებოდა. 

კომენტარები