NATO-ს მინისტერიალი

სტოლტენბერგი: დადგა დრო, ინიციატივები განვახორციელოთ საქართველოსთან მიმართებით

watanzaniaoslo.blogspot.com

NATO-ს მინისტერიალის ფარგლებში ამ წუთებში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების სესია მიმდინარეობს. როგორც სესიის დაწყების წინ გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, საქართველოს, იორდანიისა და მოლდოვისთვის უელსში შეთავაზებული არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების რეალურად განხორციელების დრო დადგა.

"სამყარო უფრო საშიში გახდა - გვიახლოვდება არასტაბილურობა. რუსეთი ცდილობს კანონის უზენაესობა ძალის უზენაესობით ჩაანაცვლოს. ძალადობა და ექსტრემიზმი ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში გავრცელდა. NATO-მ ამ გამოწვევებს უელსის სამიტზე უპასუხა. ჩვენ შევთანხმდით სამოქმედო გეგმაზე იმის დასამტკიცებლად, რომ NATO-ს ძალებს შეუძლია, სწრაფად გასცეს პასუხი ნებისმიერ საფრთხეს. უელსში ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ უფრო აქტიურად ვითანაშრომლებდით ჩვენს პარტნიორებთან და დავეხმარებოდით მათ საკუთარი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში. ახლა დადგა იმის დრო, რომ ჩვენი ინიციატივები რეალურად განვახორციელოთ პირველ რიგში საქართველოს, იორდანიასა და მოლდოვასთან მიმართებით", - თქვა სტოლტენბერგმა.

კომენტარები