საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

ზღულაძე: ჩვენ და უკრაინას საერთო მტერი - საბჭოთა წარსული გვყავს დასამარცხებელი

medianews.ge

უკრაინის უმაღლეს რადაში პეტრო პოროშენკოს ფრაქციის წევრმა მუსტაფა ნაიემმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე დასანიშნად პეტრო პოროშენკოს ბლოკი ეკა ზღულაძის კანდიდატურას განიხილავს. მუსტაფა ნაიემი წერს, რომ ეკა ზღულაძეს მაშინ შეხვდა, როდესაც ის ფრაქციასთან შესახვედრად ემზადებოდა.

ნაიემის მიხედვით, მის კითხვაზე, თუ რად უნდოდა უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დანიშნულიყო, ზღულაძემ უპასუხა, რომ საქართველოს და უკრაინას საერთო მტერი, საბჭოთა წარსული აქვთ დასამარცხებელი და ამაში წვლილის შესატანად მსგავსი შანსი ადამიანს ხშირად არ მიეცემა.

“მე სამსახური არ მჭირდება, ახლა კარგ თანამდებობაზე ვარ. მაგრამ, ასეთი შანსი ხშირად არ მოგეცემა, მით უმეტეს მეორედ. ჩვენ საერთო მტერი გვყავს. რუსეთზე არ ვლაპარაკობ, არამედ ჩვენს საერთო საბჭოთა წარსულზე, რომელიც წლიდან წლამდე გვეწევა. მე ეს არ მომწონს ჩვენთან და არც უკრაინაში. ასევე უკრაინაში არ მომწონს ყინვები, საყოველთაო ნიჰილიზმი და იმის რწმენა, რომ არაფერი გამოვა. ჩვენთანაც ასე იყო და ამიტომაც არ მომწონს. მე კი მჯეროდა და დღესაც მჯერა“, - თქვა ეკა ზღულაძემ ნაიემთან საუბრისას.

კომენტარები