ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე, დევნილთა და განსახლების სამინისტროს ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსი, მერაბ გოქსაძე დააკავა. უწყების ინფორმაცით, ბრალდებულმა მოქალაქისგან ქრთამის სახით 1 000 ამერიკული დოლარი აიღო. სანაცვლოდ ის მოქალაქეს საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ გადაცემაში უნდა დახმარებოდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





