ძველმა რომაელებმა თქვეს - დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად. ყველაზე რთული პროცესი ადამიანში მიმდინარეობს. ბოლო დროს ხელისუფლება, საზოგადოება, ეკლესია შეწუხებულია ადამიანთა ძალადობით, რომელიც ადამიანთა შორის და ოჯახებში ხდება. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რით არის გამოწვეული ეს ყველაფერი. შესაძლოა ვთქვათ, რომ ეს ურწმუნოებით არის გამოწვეული. როდესაც ჩვენ ახალგაზრდებს ვეუბნებით, რომ არ შეიძლება ძალადობა, ეს საკმარისი არ არის. უნდა ვიფიქროთ შინაგან, სულიერ სამყაროზე. ბოროტება ტრიალებს ადამიანის სულში და გონებაში და ეს შემდეგ ადამიანებს შორის ხორციელდება. ყურადღება უნდა მივაქციოთ შვილების სულიერ სამყაროს. შვილებს ყველაფერს ვაძლევთ - განათლებას, საჭმელ-სასმელს და ჩასაცმელს, ვასწავლით ენებს და ხელობას, ვამთავრებინებთ უმაღლეს სასწავლებლებს და იმას არ ვფიქრობთ, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება ვასწავლოთ, ვასწავლოთ რა არის სიკეთე და ბოროტება.
tbl.ge/duk
დაკოპირდა

განაცხადა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ დღეს, საკვირაო ქადაგებისას.
ამავე თემაზე
- 17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც ცოლი საფანტის პისტოლეტით და დანით დაჭრა - POG
- მედია: საბერძნეთში ქართველი კაცი პარტნიორის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს
- ქმარმა და მამამთილმა იძალადეს, ქმარი მოკვლით 3-ჯერ დაემუქრა – POG 21 წლის გოგოზე
- 21 წლის გოგოს თქმით, მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ქმარმა და მამამთილმა მასზე იძალადეს
- მეუღლეს პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებით დაემუქრა – შსს-მ გარდაბანში 1 პირი დააკავა




