ფარული მოსმენები

კვერენჩხილაძე დეპუტატებს კანონპროექტზე პრეზიდენტის შენიშვნებს აცნობს

პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიმდინარე სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე დეპუტატებს პრეზიდენტის მიერ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტოს დადების საკითხსა და შენიშვნებს აცნობს. როგორც სხდომის დაწყებამდე კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტისთვის შეთავაზებული შენიშვნები და კანონპროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ერთ დღეში მოამზადა. 

"გასაღები არ არის სამართლებრივი და საკანონმდებლო ნორმით დაწესებული ტერმინი. ეს ჰიპოთეტურ-ვირტუალური ტერმინი გახლავთ. ფარული მოსმენების ელექტრონულ სისტემაში ფარულ მოსმენებზე მიყურადებას ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური, მხოლოდ სასამართლოს ელექტრონული თანხმობით. ამის გარეშე მოსმენებისა და მიყურადების პროცესი ვერც დაიწყება და ვერც განხორციელდება. პრეზიდენტს რომ კონსტიტუციით მინიჭებული ათდღიანი ვადა გამოეყენებინა, შესაძლოა გარკვეული საკითხები უფრო სხვა კუთხით წარედგინა პარლამენტისთვის, თუმცა, ეს არის ის, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააკეთა არასრულ ერთ დღეში", - განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.

კომენტარები