რეზოლუცია აფხაზეთის ანექსიის წინააღმდეგ

კვაჭანტირაძე: ენმ-ის რეზოლუციაში ჩადებული პუნქტები კრემლის ინტერესებშია

cp.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, ნაციონალური მოძრაობის მიერ მომზადებულ რეზოლუციაში ჩადებული პუნქტები კრემლის ინტერესებშია.

"ის რისკენაც გვიბიძგებთ, იმ რეზოლუციის, იმ ჩადებული მუხლებით, ეს არ არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. ვის ინტერესებშია ეს? ეს არის კრემლის ინტერესებში. ეს არის ის სიმართლე, რომელსაც თქვენ ბრმად მიჰყვებით მხოლოდ ერთადერთი მიზნით - მაქსიმალურად შექმნათ ის პირობები ქვეყანაში, რომ ხალხი აუმხედროთ ხელისუფლებას, რომელიც აგრერიგად ზრუნავს ამ ხალხზე" - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

ნაციონალური მოძრაობის მიერ შემუშავებული რეზოლუცია აფხაზეთის ანექსიის წინააღმდეგ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებად, ასევე აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების გაუქმებას ითვალისწინებდა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული რეზოლუცია ჩავარდა. რეზოლუციას მხარი 36 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 33 დეპუტატი იყო.

კომენტარები